пятница, 4 декабря 2009 г.

პროექტი

1.პროექტის სახელი. მართლმადიდებლობა და თინეიჯერები.

2.პროექტის მოკლე აღწერა.1. მართლმადიდებელი ქრისტიანისცხოვრება, რა პრობლემებს აწყდება ის დღევანდელ სამყაროში.

2. თინეიჯერი მოზარდის ცხოვრება რომელიც მიჰყვება დღევანდელი ცხოვრების რიტმს, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

3. მართლმადიდებლობა-ეკლესია- მოძღვარი.

4. ლაშქრობა კაცხის სვეტზე.

3.პროექტის სრული აღწერა.მოსწავლეები დაყოფილი იქნებიან რამოდენიმე ჯგუფად. მათ დაევალებათ სამიკვირის განმავლობაში გაანალიზონ და გამოიკვლიონ ის პრობლემა რასაც მოცემული პროექტი შეეხება.ამასთან დაკავშირებით შექმნილი იქნება გეგმა, რითაც უნდა იხელმძღვანელონ მოსწავლეებმა.

პროექტის გაცნობის შემდეგ კლასმა წარმოადგინა სამი ჯგუფი.თვითოეულ გუნდს ყავს კაპიტანი-პასუხისმგებელი პირი. ერთი კვირის მანძილზე განხილული იქნება შემოთავაზებული პროექტის თითო თემა. ყოველი კვირის ბოლოს თვითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავის ნამუშევარს. მოხდება იმ საკითხების განხილვ- შეჯამება, რისი გაკეთება და მოძიებაც შესძლეს მოსწავლეებმა. მოხდება აზრთა გაცვლა დისკუსია.

პროექტში შესული თვითოეული თემა მასწავლებელს ჩამოყელიბებული აქვს გეგმის სახით, რომელსაც წარუდგენს მოსწავლეებს: კერძოდ

  1. პირველი კვირა.თვითოეული ჯგუფი ამუშავებს თემას.

  2. 1.მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხოვრება, რა პრობლემებს აწყდება იგიდღევანდელ დამყაროში.
  3. 1.1.რას ნიშნავს იყო ქრისტიან
  4. 1. 2. დრევანდელი ცხოვრება და კატაკლიზმები
  5. 1. 3. როგორია თანამედროვე ცხოვრების რიტმი მორწმუნე ქრისტიანისათვის.
  1. მეორე კვირა. განხილული იქნება პროექტში შემავალი მეორე თემა.
  2. 2. თინეიჯერი მოზარდის ცხოვრება, რომელიც მიჰყვება თანამედროვე ცხოვრების რიტმს მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
  3. 2.1რას ნიშნავს თინეიჯერი.

2.2 თინეიჯერები და თანამედროვე სამყარო.

2.3 რას ხედავთ უარყოფითს, დადებითს. რას შეცვლიდით.

. მესამე კვირა. განხილული იქნება პროექტში შემავალი მესამე თემა.

3.მართლმადიდებლობა-ეკლესი- მოძღვარი.

3.1 რა არის მართლმადიდებლობა

3.2იცნობთ თუარა სხვა რელიგიებს.

3.3. ეკლესია-როგორ ახსნით

3.4 ვინ არის მოძღვარი, რაში ეხმარება იგი მრევლს.

4. კვირა

ყველა ამ თემის განხილვის შემდეგ კლასი წავა ლაშქრობაზე კაცხის სვეტზე რათა მოინახულოს იქ მცხივრები ბერები. მოსწავლეებმა იციან დეტალურად ყველა ის ინფორმაცია რაც კაცხის სვეტს შეეხება. მაგრამ ამ ლაშქრობის მიზანი არის არა მარტო იქ მცხოვრები ბერების მონახულება, არამედ იმ ახალგაზრდებისა რომლებიც იქ ცხოვრობენ და აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ ტაძრის აღმშენებლობაში.მათ 40 მეტრის სიმაღლეზე ააქვთ სამშენებლო მასალა.იქ ასვლა კი მხოლოდ კიბით არის შესაძლებელი. სწორედ ლაშქრობის დროს მოხდება შემაჯამებელი გამოკითხვა. გუნდის კაპიტნები წარმოადგენენ თავიანთ მოსაზრებებს. გაიმართება დისკუსია.

4. მონაწილეთა ასაკი. 13-14 წელი.

5.ვადები და ხანგრძლივობა. ოთხი კვირა.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში.

დამხმარე ლიტერატურის მოძიება, დისკუსიის გამარტვა, მასალის მოძიება ინტერნეტის საშუალებით,მოძიებული მასალის ანალიზი-პრეზენტაცია.

7. მოსალოდნელიშედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:

ამ პროექტზე მუშაობისას დაგვჭირდება უამრავი ისეთი მასალის მოძიება, რომელიც ძირითადად დაკავშირებულია ქრისტიანულ წეს-ჩვეულებასთან, მოძღვართან, მრევლთან, მის დადებით თვისებებთან.

თინეიჯერი-ამ თემასთან საფუძვლიანად მუშაობისას აუცილებლად გაანალიზებს და დაინახავს თავის პიროვნებაში იმ უარყოფით მხარეებს რაც მას გააჩნია, რისი პრობლემის წინაშეც დგას.

9.სამუშაო ენა. ქართული.

9. პროექტის ფასილიტატორი: რუსუდან ბურჯანაძე

10. ფასილიტატორის ელ-ფოსტა. likaanano@gmail.com

11.პროექტის ვეფ-გვერდი/ბლოგი. rusoburjanadze.blogspot.com


Комментариев нет:

Отправить комментарий